მსოფლიო შეთანხმებულია, რომ ბავშვები ყველაზე სათუთი არსებები არიან და მათთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შექმნა, რათა გონებრივად და ფიზიკურად განვითარდნენ.
მშობლები არაერთი თავსატეხის წინაშე დგანან, როცა საქმე მათ პატარებს ეხებათ. ბუნებრივია, რომ ყველას სურს ბავშვს ხარისხიანი პროდუქცია მიაწვდინოს. სწორედ ამ მიზეზით, პირველი პანდემიისას, ორი ადამიანის, ანა ნადირაძისა და მარიამ მაისურაძის საერთო იდეით, ონლაინ მაღაზია HappyKids.ge ჩამოყალიბდა, რომელიც მიზნად ისახავს, ყველა იმ ადამიანს დაეხმაროს, ვინც ბავშვისთვის სასურველ ნივთს ირჩევს. გარდა ამისა, მაღაზია ხელს უწყობს მეწარმეებს, მათ შორის შშმ პირებსა და დიასახლისებს, მათი პროდუქციის რეალიზებაში.
HappyKids.ge – საქართველოში პირველი ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ერთ სივრცეში გაერთიანებულ საბავშვო ბრენდებს, სადაც ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქციაა განთავსებული.
„მიზეზი, თუ რატომაც გადავწყვიტეთ მაინცდამაინც საბავშვო პროდუქტების პლატფორმის შექმნა არის ის, რომ ბაზრის კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი სივრცე, რომელიც უშუალოდ ბავშვებისთვის იქნებოდა მორგებული, საქართველოში არ იყო. ჩვენ მივხვდით, რომ ბაზარს სჭირდებოდა ასეთი სივრცე.“
მაღაზიისთვის სახელის მოფიქრება არც თუ ისეთი ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ამ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივი სიტყვებით მომხმარებელს თავი დაამახსოვრო. ანა და მარიამი საბოლოოდ შეჯერდნენ იმაზე, რომ ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და სწორედ აქედან წარმოიშვა მარტივი, თუმცა შთამბეჭდავი სახელი – „Happy Kids • ბედნიერი ბავშვები”, რომლის მისიაა, ბავშვებს ბედნიერება აჩუქოს.
პანდემიიდან გამომდინარე არსებულმა შეფერხებებმა და შეზღუდვებმა უამრავი ბიზნესი დააზარალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, HappyKids.ge-მ საქმიანობა ზუსტად პანდემიის პერიოდში დაიწყო.
„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, არის მიწოდება, სხვა მხრივ კი პირიქით, საკმაოდ დადებითი გავლენა იქონია ჩვენს ბიზნესზე პანდემიამ.“
აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად, გოგონებმა დამოუკიდებლად შეეჭიდნენ ფინანსურ საკითხებს. მათ სტარტაპს დაეხმარათ TBC-ის პროექტმა Visa-ს მხარდაჭერით, რომელმაც დაუფინანსათ საიტის დამზადება 6 თვის განმავლობაში B2C-ის პლატფორმაზე.
„ეს იყო ზუსტად ის საწყისი რთული პერიოდი, როდესაც დავიწყეთ ოპერირება ბაზარზე.“
კითხვაზე, რა იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი საქმიანობის პერიოდში, სტარტაპი გვპასუხობს:
„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო ის, როდესაც აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი დიასახლისი, რომელიც ცხოვრობს ახმეტაში, ამ ქალბატონმა პანდემიის გამო დაკარგა სამსახური. ოჯახი კი დარჩა ძირითადი შემოსავლის წყაროს გარეშე. ეს გოგონა საკმაოდ ნიჭიერია და ქმნის არაჩვეულებრივ პროდუქტებს. ჩვენ დავაკავშირეთ პარტნიორ კომპანიასთან. საბოლოოდ, მათი თანამშრომლობა წარმატებით შედგა და მოხარულები ვართ, რომ მსგავს აქტივობებში ვერთვებით და გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ, ჩვენი საწყისი სურვილიც ხომ სწორედ ეგ იყო, რომ დავხმარებოდით მეწარმეებსა და მომხმარებლებს.“
FACEBOOK გვერდი: https://www.facebook.com/happykidsgeorgia
ვებ-გვერდი: https://happykids.ge
სტატიის ავტორი Teresa Galstyan, 2021-01-18
