Copeshoni • კოპეშონი
კომპანია კოპეშონი პირველია, ვინც საქართველოში აწარმოებს ბოსტნეულის ცუკატებს. ეს 100% ნატურალური, ჯანსაღი, უსაფრთხო და გემრიელი სასუსნავია დიდებისა და პატარებისთვის.
კოპეშონის საწარმოებლად გამოიყენება ნატურალური ბოსტნეული და მცენარეული დანამატები: გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, ცუკინი, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ლიმონი, ვანილი, დარიჩინი, მიხაკი, ილი, როზმარინი, ძირა, წიწაკა, ნიორი, ცერეცო, მარილი, შაქარი.
ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურებზე, რაც მაქსიმალურად უნარჩუნებს ნედლეულს სასარგებლო შემადგენლობას.
არ შეიცავს ცხიმებს, საღებავებს, ემულგატორებს, სტაბილიზატორებსა და კონსერვანტებს.
შენახვის ვადა 12 თვე.
ბოსტნეულის ცუკატები გამოიყენება:
- დამოუკიდებელ ჯანსაღ ნუგბარად დიდებისა და პატარებისათვის.
- საკონდიტრო ნაწარმში - ორცხობილებში, კექსებში, ნამცხვრებში, პასკებსა და კულიჩებში.
- კულინარიაში - ხილისა და ბოსტნეულის სალათებში; ხორცის, ბოსტნეულისა და ხილის ფლავებში; ყველთან და კარტოფილის კერძებთან.
- ჩაისთან, ყავასთან, ცხელ შოკოლადთან, ნაყინთან.
- ნიგოზთან, თხილთან, არაქისთან, გოგრის თესლთან, მზესუმზირასთან.
- ლუდთან, ღვინოსთან და ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებთან.
შეხედე ბოსტნეულს სხვა კუთხით!