კახური ტრადიციული ჩურჩხელა
კომაპნია „კახური ტრადიციული ჩურჩხელის“ წარმოება 2017 წლიდან იწყება. წარმოებაშია 6 სახეობის ჩურჩხელა: რქაწითელის ყურძნის წვენისგან დამზადებული ნიგვზის და თხილის ჩურჩხელა, საფერავის ყურძნის წვენისგან დამზადებული ნიგვზის და თხილის ჩურჩხელა, რქაწითელის ყურძნის წვენისგან დამზადებული ნუშის ჩურჩხელა, მთლიანი ლებნებით დამზადებული ბურთულები.
წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ბრენდის მიერ დამზადებული ბადაგი (ყურძნის წვენი), რომელიც 80% არის კახეთში მათივე მფლობელობაში არსებული ვენახებიდან აღებული მოსავლებიდან დამზადებული. აღნიშნული ვენახები მუშავდება მაღალი ხარისხის პესტიციდებით და სასუქებით. დამზადებული პროდუქციის მთავარი ინგრედიენტები არის, ყურძნის წვენი (საფერავი, რქაწითელი) ნიგოზი, თხილი, ნუში, ხორბლის ფქვილი პირველი ხარისხის, მარილისა და შაქრის შემცველობა განპირობებულია ბუნებრივი შემცველობით.არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.