×
ტანსაცმელი
საბავშვო აქსესუარი
მოვლა
ავეჯი & დეკორი
საახალწლო კოლექცია
კვება
თეთრეული
ბრენდი
ბლოგი
  • happykid

    სალო-სამშვენისი

    სალო-სამშვენისის ისტორია 2017 წლის 14 მარტიდან იწყება,  მალე უკვე  5 წლისებიც  გავხდებით..
    თავდაპირველი ნამუშევრები საკუთარი თავისა და რამდენიმე მეგობრისთვის იყო  გათვლილი. 
    ჩემი სამაჯურები მათთვისაა ვისაც  სისადავე უყვარს, რადგან ვფიქრობ, რომ მშვენიერება  უბრალოებაშია  . სახელიც აქედან გაჩნდა სალო-სამშვენისი. 
    მე იმდენად მიყვარს  სამკაული მინდა ყველა ქალს ამშვენებდეს, და ახლა უკვე, როგორც დრომ მოიტანა მამაკაცებსაც ჩემი სამაჯურები უკეთიათ. ჩემთვის ძალაინ სასიხარულოა როცა  ვხედავ როგორ მიკვეთავენ მამამკაცები მანდილოსნებისთვის და პირიქით..  ხშირად მეუბნებიან თქვენმა სამაჯურებმა სხვაგვარად მიიქციეს ყურადღება, თითქოს თავად გვეძახიანო. 
    ჩანაფიქრში ეს არ იყო ბიზნესი .  ეს იყო სახლში ყოფნის დროს გაჩენილი იდეა, გამეკეთებინა რამე ოჯახური საქმეებიდან განსატვირთად.
    ყველაფერი კი ასე დაიწყო:- ჩემს პატარებთან ერთად ერთ ტაძარში მოვხვდით იქ პლასტმასის ფერადი მძივებისგან სამაჯური გვაჩუქეს, ბავშვებს ძალიან მოეწონათ და გაუხარდათ, მაშინ დავფიქრდი, რომ ასეთი სიხარული, მეც ხომ შემეძლო სხვისთვის მიმეცა და  როცა სახლში გაწყვეტილ მძივებს გადავხედე ახალი იდეაც გამიჩნდა, თავად გამეკეთებინა სამკაულები ნატურალური ქვებისგან ..ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში სამაჯურები სადა ,სამიცალი მეტალის ჩანართით. ერთს მეორე მიჰყვა მეორეს მესამე და ახლა უკვე ქალის ,მამაკაცის და ბავშვის ფერადი მძივებით დამზადებული სამაჯურები საყურეები და ყელსაბამები დაემატა.
     ეს იყო ჰობი რომელმაც წარმატებით განავითარა თავის თავი.. 
    დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი სამეგობრო საახლობლოს გადასწვდა, მერე მეგობრის მეგობრებს და ასე გვიცნობდა და გვიცნობს დღესაც  ხალხი. 
    ყველა ვისაც ამშვენებს  დღეს „სალო-სამშვენისი“..
    მუშაობის პროცესში კარგი ხასიათი და პოზიტიური ფიქრები ძალიან მეხმარება. ხშირად ღამე, როცა ყველას ძინავს და მთვარე  დამყურებს ფანჯრიდან, როცა  ერთდროულად სიმშვიდე და სიხალისე ისადგურებს ჩემში, მაშინ ვიწყებ სამკაულების კეთებას...
    ჩემთვის ყველა გამორჩეულია შეიძლება ერთი და იგივე ქვისგან ვაკეთებდე და მაინც განსხვავებულ  განწყობას ატარებენ .
    ცოტახნის წინ, როცა მეგობართან წავიწუწუნე, რომ ჩემი სამაჯურები უბრალო სამკაულია, მეტი არაფერითქო, მომწერა: მე შენს სამაჯურებში, პატარა სასწაულებს ვხედავ, დაინახე სამაჯურებში პატარა სასწაულები და მერწმუნე ყველაფერი კარგად იქნება.. 
    ხო და მეც მჯერა ამ სასწაულების და მჯერა რომ თითოეული ჩემი სამაჯურით, პატარა სასწაულებს და ბედნეერებას გჩუქნით.