×
ტანსაცმელი
საბავშვო აქსესუარი
მოვლა
ავეჯი & დეკორი
საახალწლო კოლექცია
კვება
თეთრეული
ბრენდი
ბლოგი
  • happykid

    ანბანი

    „ანბანი“-ს პროდუქცია ქართული ასომთავრული და მხედრული ანბანით გაფორმებულ ტანსაცმელსა და ნივთებს მოიცავს.

    ბრენდის კონცეფცია და მისი ძირითადი მიზანი ანბანის საუკუნოვანი ისტორიის პოპულარიზაციას ეფუძნება.

    ასომთავრული ანბანი, რომლის პირველი ნიმუშებიც ოფიციალური წყაროებით, ძველი წელთაღრიცხვის მესამე მეოთხე საუკუნით თარიღდება, არა მარტო ისტორიის ნაწილი, არამედ ქართული ენის კულტურისა და ესთეტიკის აღქმის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

    ქართული ანბანი 2016 წლიდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი და მსოფლიოს 14 უნიკალურ ანბანთა შორის საპატიო ადგილს იკავებს.